вторник, 13 марта 2012 г.


სასწავლო    პროექტი
1.პროექტის სახელი:ვაშლი
2.პროექტოს მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და იკვლევენ ვაშლის ადგილს  ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება:პლაკატები,დახატონ სხვადასხვა ჯიშის ვაშლები,მითოლოგიური პერსონაჟები,
გადაიღონ ფოტოები და განათავსონ საიტზე.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე : რამდენად სასარგებლოა ვაშლი და ვაშლის პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის,რა როლი ითამაშა ვაშლმა მეცნიერებაში ,
როგორაა იგი მოხსენიებული ბიბლიაში,ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.მოსწავლეები აგროვებენ საჭირო მასალას როგორც ინტერნეტის საშუალებით,ასევე გამოკითხვით.
4.მონაწილეთა ასაკი:12–13წელი.
5.ვადების ხანგრძლივობა:ორი კვირის განმავლობაში.
მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება .ვებ გვერდების გაკეთება ,ტექსტების კითხვა ,წერა და წარდგენა.ბლოგების შექმნა ,რეცეპტების შეგროვება,ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება –შერჩევა ,თანამშრომლობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას მრავალ საგანში:ბიოლოგიაში ,ლიტერატურაში,მითოლოგიაში.
8.სარგებელი სხვებისთვის :პროექტის შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის ,ვინც არ არის ჩართული პროექტში.ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას ვაშლის შესახებ.
9.სამუშაო ენა:ქართული,ინგლისური
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან, ისტორიასთან,მითოლოგიასთან.პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
11.პროექტის ფასილიტატორი:ლაურა კაპანაძე.ახ.საჯ.სკოლა.
12.ელ.ფოსტა:laurakapa44@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий